პესიმისტური პროგნოზი: კვარაცხელიასთვის სეზონი დასრულდა
Aa
Aa

პესიმისტური პროგნოზი: კვარაცხელიასთვის სეზონი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' რიგებში ''ურალთან'' მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც 32-ე წუთზე შეცვალეს. Sport Business Gazeta-ს ცნობით 20 წლის ტალანტისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან ბარძაყის ტრავმის მკურნალობას დაახლოებით თვენახევარი სჭირდება.

ამ ეტაპზე ''რუბინის'' წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ, ზუსტი პასუხი კვარაცხელიას უთამაშებლობის ხანგრძლივობის შესახებ სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაჟღერდება.

ტრავმის მიღების ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია დიდი სიჩქარით მირბოდა, მაგრამ ცენტრში მოულოდნელად დაეცა, ხელის მოქმედებით ჩანდა, რომ ტკივილს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში გრძნობდა და სამწვრთნელო შტაბს ანიშნა შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ტკივილი მარჯვენა ფეხის მუხლში იგძნო, თუმცა თამაში გააგრძელა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დაასახელეს, რაც რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ''რუბინის'' მაისურით პრემიერ ლიგის 23 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 8 საგოლე პასი (გამომუშავებული პენალტებიც იგულისხმება) შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები