ქართული ფინალი - ბექაურმა ღვინიაშვილი დაამარცხა და ოქროს დაეუფლა!
ლისაბონის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე -90 კგ კატეგორიის ფინალში გულშემატკივრებმა ქართული დაპირისპირება იხილეს. ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილს შეერკინა.
უშეღავათო ბრძოლის შემდეგ, იპონით 20 წლის ბექაურმა გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა.