Aa
Aa

"ისე ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა" - პირლო ატალანტასთან წაგების შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ტურინელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. მატჩის შემდეგ, „ბიანკონერის“ თავკაცმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა და წაგებული შეხვედრა შეაფასა.

რა თქვა პირლომ?

„ეს იყო კარგი მატჩი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ როგორიც გვჭირდებოდა, თუმცა მეტოქეს გაუმართლა და ბოლო წუთებზე გოლი გაიტანა. ჩვენ დიდი მოდნომებით და აგრესიით ვითამაშეთ და სამწუხაროა, რომ ტურინში 0 ქულით ვბრუნდებით.

სამწუხაროდ ყველა მატჩს ასეთი მონდომებით არ შევხვედრილვართ. „ატალანტა“ ყველასგან განსხვავებული გუნდია და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ვიმეორებ, ყველა შეხვედრაში ასეთი სწორი მიდგომა არ გვქონდა და ბევრი ქულა სწორედ ამის გამო დავკარგეთ.

ვიცოდით, რომ მოწინააღმდეგე მინდორზე ნამდვილ ბრძოლას გამართავდა. გასპერინის გუნდს შეუძლია გაიძულოს სხვანაირად ითამაშო, მაგრამ ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა.

შემთხვევითი არ არის, რომ რონალდუმ 25 გოლი გაიტანა. „ატალანტასთან“ პირველი წრის მატჩში კრიშტიანუ საუკეთესო იყო. პორტუგალიელი ჩვენი მთავარი დამრტყმელი ძალაა და საჯარიმოში მკვლელის ინსტიქტის მქონე ფეხბურთელის დანაკლისი სიტუაციას სხვანაირად წარმოაჩენს.

თამაშები ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ."

სატურნირო ცხრილი

ამ მომენტისთვის „ბებერი ქალბატონი“ 62 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და „ნაპოლის“ 3 ქულით უსწრებს, თუმცა გატუზოს გუნდს ჯერჯერობით თავისი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მესამე პოზიციაზე დღევანდელი გამარჯვების შემდეგ „ატალანტა“ მოგვევლინა. გასპერინის შეგირდებს 64 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები