ჟენევაში და როლან გაროსზე - ფედერერი თიხის სეზონს უბრუნდება!
Aa
Aa

ჟენევაში და როლან გაროსზე - ფედერერი თიხის სეზონს უბრუნდება!

როჯერ ფედერერი თიხის სეზონს უბრუნდება. ლეგენდარული შვეიცარიელი ჯერ ჟენევას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირზე ითამაშებს, ხოლო შემდეგ პარიზში გადაინაცვლებს და როლან გაროსზე იასპარეზებს.

ეს ამბავი გულშემატკივრებს თავად ფედერერმა „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ამცნო: „მოგესალმებით ყველას. ბედნიერი ვარ გაცნობოთ, რომ ჟენევაში და პარიზში ვითამაშებ. ტურნირის დაწყებამდე დროს ვარჯიშს დავუთმობ. ერთი სული მაქვს როდის შევძლებ შვეიცარიაში ისევ თამაშს.“

გეტყვით, რომ ფედერერმა უკანასკნელად დოჰას ტურნირზე ითამაშა და ნიკოლოზ ბასილაშვილთან დამარცხდა. ცნობისთვის, ამჟამად ჩოგბურთის ლეგენდა ATP რეიტინგში 5875 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

იმასაც გეტყვით, რომ ჟენევას ტურნირი 16 მარტს დაიწყება. ჯეჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ვეტერანი ჩოგბურთელის მეტოქე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები