''სუპერ ლიგის განხილვაში არავინ ჩართეს და მხოლოდ თავად გადაწყვიტეს''
Aa
Aa

''სუპერ ლიგის განხილვაში არავინ ჩართეს და მხოლოდ თავად გადაწყვიტეს''

ევროპის ''სუპერ ლიგის'' დაარსებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო სამყაროში ცნობილმა არაერთმა პირმა საკუთარ მოსაზრება გამოთქვა. ევროპული საკლუბო ფეხბურთის რევოლუციურ იდეას ცნობილი ბრიტანელი კორესპონდენტი მელისა რედი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ იდეის განხილვაში მხოლოდ კლუბების მფლობელები მონაწილეობდნენ.

''ფეხბურთელებს სუპერ ლიგის იდეა არ განუხილავთ და განხილვის სურვილი არ აქვთ. მწვრთნელთა იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომლებიც ყურადღების ცენტრში მოექცა და იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომელიც სუპერ ლიგის ტურნირთან მიმართებით გაჩნდა, მწვრთნელები და ფეხბურთელები სუპერ ლიგის შექმნის განხილვაში არ მონაწილეობდნენ. სუპერ ლიგის იდეა როგორც კლუბების თანამშრომლებს, ასევე ფეხბურთის ქომაგთა დიდ უმრავლესობას არ მოსწონს. ეს მხოლოდ კლუბების მფლობელთა სურვილია''.

შეგახსენებთ, ევროპის ''სუპერ ლიგის'' პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი ჯოელ გლეიზერი, რომელიც ამავდროულად ''მან. იუნაიტედის'' თანამფლობელია. მოგეხსენებათ, პერესი ''სამეფო კლუბის'' პრეზიდენტია.

''სუპერ ლიგის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით გათამაშებას 12 დამფუძნებელი ჰყავს „მილანის“, „არსენალის“, „ატლეტიკოს“, „ჩელსის“, „ბარსელონას“, „ინტერის“, „იუვენტუსის“, „ლივერპულის“, „მან. სიტის“, „ მან. იუნაიტედის“, „რეალისა“ და „ტოტენჰემის'' სახით.

აღნიშნულ კლუბებს 3 თანადამფუძნებელი დაემატება, რომელთა ვინაობა სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა. 3 თანადამფუძნებელი გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ სეზონში ითამაშებს, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა.

20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ვიცით ისიც, რომ „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები