წარუმატებელი სტარტი - ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირს დაემშვიდობა
ბარსელონას 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირს (Barcelona Open Banc Sabadell) ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე მატჩში დაემშვიდობა. მისი მეტოქე ჟერემი შარდი გახლდათ. ბასილაშვილი მასთან 4:6, 6:3, 3:6 დამარცხდა.
ბასილაშვილის წარუმატებლობა შესაძლოა იმ ფაქტით აიხსნას, რომ მას ტრავმა აწუხებს და ამის მიუხედავად აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.
აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 1 702 800 ევროს შეადგენს.
შეგახსებებთ, აღნიშნულ მატჩამდე შარდი და ბასილაშვილი ისტორიაში ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ერთხელ ქართველმა იმარჯვა, ორჯერ კი - ფრანგმა, თუმცა დღევანდელი გამარჯვებით ფრანგმა ბასილაშვილს მესამედ სძლია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ჟერემი 2019 წელს ჰამბურგის ტურნირზე დაამარცხა, სადაც საბოლოოდ ტიტულსაც დაეუფლა.
ATP-ს რეიტინგით ბასილაშვილი 1 645 ქულით 36-ე ადგილზეა.