არსენ ვენგერი სუპერ ლიგაზე:
Aa
Aa

არსენ ვენგერი სუპერ ლიგაზე: "ეს იდეა შორს ვერ წავა"

„ევროპის სუპერ ლიგის“ შესახებ კომენტარები არ წყდება. ახალი ტურნირის ირგვლივ დიდი ქაოსია.

ლეგენდარულმა ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა talkSPORT-თან საუბრისას ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:

„მე ვიტყოდი, რომ ეს ცუდი იდეაა. ფეხბურთი ერთიანი უნდა დარჩეს, ეს ყველაზე მთავარია. ეს ემყარება სპორტულ თვისებებს და ევროპული ფეხბურთის ისტორიის პატივისცემას.

მე პირადად მჯერა, რომ ეს იდეა შორს ვერ წავა.

მე არ ვიცი კონკრეტულად რა დგას ამის უკან. ამის უკან უფრო საშიში იდეა იმალება და ეს დიდი საფრთხეა პრემიერ ლიგისთვის.

როდესაც მე ჯერ კიდევ მთავარი მწვრთნელი ვიყავი, ბევრმა ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა პრემიერ ლიგაში დომინირების შესამცირებლად და მსგავსი პროექტი ამას ნამდვილად დააჩქარებდა“.

მეტი ამ თემაზე - კლოპი და ვენგერი ერთ მხარეს არიან

ჯერ კიდევ 2019 წელს, როცა სუპერ ლიგის იდეა ჩამოყალიბების პროცესში იყო, იურგენ კლოპმა ამ თემასთან დაკავშირებით გერმანულ Kicker-ს თავისი მოსაზრება გაუზიარა:

„იმედი მაქვს სუპერ ლიგა არასდროს შეიქმნება. ამჟამად ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა შესანიშნავი პროდუქტია და ყველაფერი კარგად მიდის.

ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა იგივე სუპერ ლიგაა, რომლის ბოლოში ყოველთვის სხვადასხვა გუნდს ხვდები. რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით სუპერ ლიგის შექმნა მომგებიანია, მაგრამ რატომ უნდა შეიქმნას სისტემა, სადაც „რეალი“ და „ლივერპული“ ერთმანეთს 10 წელი გადაბმულად ხვდებიან.

ვის სურს ყოველწლიურად ამის ნახვა?"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები