„სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე იუქმებს, ხელში ბრილიანტი ჩამივარდა
Aa
Aa

„სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე იუქმებს, ხელში ბრილიანტი ჩამივარდა" - რუბინის დირექტორი ხვიჩაზე

„რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. საიმანოვმა ინტერვიუ Championat.com-ს მისცა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყაზანური კლუბი 20 წლის ქართველის გასხვისებას არ აპირებს.

„ხვიჩას ტრავმა აქვს და ჯერჯერობით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არ ჩაგვიტარებია. სავარაუდოდ, ის სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, რადგან ფორმაში ჩასადგომად 2-3 კვირა დასჭირდება და თან გარისკვად არ ღირს.

ხვიჩას თაობაზე ოფიციალურად არავის მოუმართავს, მხოლოდ საუბრებია. თუ დიდი კლუბისგან სათანადო წინადადებას მივიღებთ, კვარაცხელიას არ დავიჭერთ. ამისთვის ბევრი რამ უნდა მოხდეს და რა თქმა უნდა, პირადად მე, ხვიჩას რუბინში დიდი ხნის განმავლობაში დავტოვებდი, რადგან იგი შედეგების მიღწევაში გვეხმარება.

თუ ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, ტურნირზე მონაწილეობისთვის 30 მილიონ ევროს მივიღებთ. ჩემთვის კვარაცხელიას დატოვებაა მომგებიანი და მისი გაყიდვის ამოცანა არ მაქვს. ხელში ბრილიანტი ჩამივარდა. თავის დროზე დომინგესის გუნდში დატოვებასაც მთელი ძალებით ვცდილობდით, მაგრამ ის მაინც წავიდა და მისი კარიერა არ აეწყო და დაიკარგა. ასეთ დროს აკურატული უნდა იყო. ბავშვური სურვილებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება სწორი ყოველთვის არ იქნება“.

შეგახსენებთ, „ურალთან“ მატჩში ტრავმის მიღების ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია დიდი სიჩქარით მირბოდა, მაგრამ ცენტრში მოულოდნელად დაეცა, ხელის მოქმედებით ჩანდა, რომ ტკივილს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში გრძნობდა და სამწვრთნელო შტაბს ანიშნა შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ტკივილი მარჯვენა ფეხის მუხლში იგძნო, თუმცა თამაში გააგრძელა. 32-ე წუთზე სლუცკიმ 20 წლის ქართველი შემტევი შეცვალა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები