კადიროვის შვილს ძლიერად ურტყამდნენ, როცა ბრძოლა შეჩერდა და მოგებულად გამოაცხადეს
Aa
Aa

კადიროვის შვილს ძლიერად ურტყამდნენ, როცა ბრძოლა შეჩერდა და მოგებულად გამოაცხადეს

გროზნოში, კრივში ტურნირი, „ლეგენდების დრო“ გაიმართა. ეს ყოველწლიური შეჯიბრება გახლავთ, რომელსაც ორგანიზებას კრივის კლუბი „ახმატი“ უწევს. ტრადიციულად, ტურნირში მონაწილეობას რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელთა შვილებიც იღებენ და ყოველთვის იმარჯვებენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც ადამ და ალი კადიროვები აღმოჩნდნენ, თუმცა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველის ერთ-ერთი შვილის წარმატებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

რამზან კადიროვის 13 წლის შვილი, ადამი ასლან ბიტიროვს დაუპირისპირდა, რომელმაც მეორე რაუნდში მასზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბიტიროვი უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს თავში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და ბიტიროვს 10 წამის ათვლა დაუწყო, არადა, ნოკდაუნი არ დაფიქსირებულა.

ახალგაზრდა მოკრივე მსაჯს გაოცებული შესცქეროდა, რა დროსაც ბიტიროვის მწვრთნელმა რინგზე წაგების ნიშნად თეთრი პირსახოცი გადმოაგდო. გამარჯვებულად ადამ კადიროვი გამოცხადდა და მას საჩემპიონო ქამარიც გადასცეს.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში რამზან კადიროვმა პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მისმა შვილმა მეტოქე გატეხა: „მეორე რაუნდში მისი მოწინააღმდეგის კუთხემ ნოკდაუნის შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა“, - აღნიშნა კადიროვმა. სხვათა შორის, ჩეჩნური მედია წერდა, რომ ადამმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები