Aa
Aa

"ყველაზე დამამცირებელი მარცხი" - პრესა სუპერ ლიგის დაშლაზე

სუპერ ლიგის დაშლის ფაქტს ბრიტანული გამოცემები განსაკუთრებული ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ, რადგან ახალი ტურნირის ჩამოშლა სწორედ დიდი ბრიტანეთიდან დაიწყო.

გთავაზობთ ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდების შეფასებებს:

The Sun: გამოცემა წერს, რომ იყო „სამ დღიანი ქაოსი“. პროექტი, რომელიც დრამატულად დაეცა.

ვკითხულობთ, რომ სუპერ ლიგის პროექტი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის „სიგიჟით“ დაიწყო. თითქოს, სუპერ ლიგა „ფეხბურთის გადარჩენის“ ერთადერთი გზა იყო.

The Mirror: „ფანების გამარჯვება“ - ბრიტანული ტაბლოიდი ჰედლაინად სწორედ ამ სიტყვებს გვთავაზობს. გამოცემა წერს, რომ 6 ინგლისური კლუბი სენსაციურად გამოვიდა სუპერ ლიგიდან.

The Times: “სუპერ ლიგა 6 ინგლისური კლუბის გამოსვლის შემდეგ დაინგრა“ - წერს გამოცემა და ფოტოდ პეტრ ჩეხს ურთავს, რომელიც გუშინ „სტემფორდ ბრიჯის“ წინ შეკრებილ ქომაგებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდა, რომ „ჩელსის“ სტადიონზე შესვლა შეძლებოდა.

გამოცემა წერს, რომ კლუბები ბორის ჯონსონის განცხადების შემდეგ, მათ მიმართ არსებული უკმაყოფილებით გაკვირვებულები იყვნენ. პრემიერ-მინისტრმა მათ „კარტელი“ უწოდა და შემაფერხებელი ნაბიჯების გადადგმას დაჰპირდა.

The Guardian: “სუპერ ლიგის შექმნის იდეა „ნანგრევებშია“ მოყოლილი“ - წერს გამზეთი და „ჩელსის“ მოზეიმე გულშემატკივრების ფოტოს აქვეყნებს.

გაზეთში აღნიშნულია, რომ გუნდების უკან დახევა "ამ კლუბების მფლობელების რეპუტაციას ყველაზე დაბალ წერტილამდე სწევს", ხოლო ისინი გულშემატკივრებთან ურთიერთობების "გამოსწორებას" ცდილობენ.

Daily Telegraph: „ევროპის ელიტამ, სპორტში ყველაზე დამამცირებელი მარცხი განიცადა“ - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ გუშინ იყო ”არაჩვეულებრივი დღე”, რომელმაც ”დატოვა სპორტი უფრო დანაწევრებული, ვიდრე ოდესმე”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები