ქეცბაია: ''ეს წარმატება დავიმსახურეთ, ბევრი უსამართლობა იყო''
Aa
Aa

ქეცბაია: ''ეს წარმატება დავიმსახურეთ, ბევრი უსამართლობა იყო''

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' კვიპროსის თასის ფინალში გავიდა. ნახევავარფინალური სტადიის საპასუხო მატჩში ქართველი მწვრთნელის გუნდმა ''აპოელი'' სტუმრად 3:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში ძალიან დამაჯერებლად 4:1 გაიმარჯვა.

საპასუხო მატჩში ბუბა დაუშვილს არ უთამაშია, რადგან ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. ქეცბაიამ ლორია, ოქრიაშვილი და ქვილითაია სასტარტოში ათამაშა. ლორიამ ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაუშვა, დარტყმის მიმართულება გამოიცნო, თუმცა მოგერიება ვერ შეძლო. 64-ე წუთზე ქვილითაია შეცვალეს, ხოლო ლორიამ და ოქრიაშვილმა შეუცვლელად იასპარეზეს.

თემურ ქეცბაია: ''გასული სეზონიდან მოყოლებული ბევრი უსამართლობა გამოვიარეთ. ეს გამარჯვება, ეს წარმატება დავიმსახურეთ, ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ. მიმდინარე სეზონში ბევრი წარუმატებლობა იყო, თუმცა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფინალში გასვლა შევძელით. მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი არსებობს. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.

ფინალში რთული მატჩი გველის, ''ოლიმპიაკოსი'' ძლიერი მეტოქეა. ჩვენი მიზანი ტიტულის მოპოვებაა.

სეზონის ბოლომდე კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. არ ვიცი, დავრჩები თუ წავალ. ახლა მხოლოდ ტიტულის მოპოვებაზე ვფიქრობ, თუმცა ჩემპიონატის შეხვედრებიც ჩასატარებელი გვაქვს''.

ფინალში ''ანორთოსისი'' ნიქოზიურ ''ოლიმპიაკოსს'' დაუპირისპირდება.

კვიპროსული მედიის ცნობით ''აპოელთან'' გამარჯვების შემდეგ თემურ ქეცბაიამ ზეიმისას თავზე ტრავმა მიიღო, თუმცა დაზიანება მძიმე არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები