„მეტი შეგვეძლო“ - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი
Aa
Aa

„მეტი შეგვეძლო“ - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 5 მედალი და გუნდური მესამე ადგილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარშავაში, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, 41 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა. სანდრო ამინაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა. ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოებს დასჯერდნენ.

გიორგი იანტბელიძე - თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ბექა ლომთაძე - ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობაზე ახლა ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა ჭიდაობაში უნდა გამოვლინდნენ. 23 აპრილიდან კი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ და მედლებს 25 აპრილის ჩათვლით, 10 წონით კატეგორიაში გაათამაშებენ. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაში ათი სპორტსმენით ჩაებმება.

ფოტო - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები