ჩეფერინი:
Aa
Aa

ჩეფერინი: "სუპერ ლიგის გამო იმედები ყველაზე ნაკლებად ბარსამ გამიცრუა"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინიმ სუპერ ლიგის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ 12 გრანდიდან იმედები ყველაზე ნაკლებად „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გაუცრუა.

ჩეფერინიმ ლაპორტას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

რა თქვა ჩეფერინმა ლაპორტაზე

„სუპერ ლიგასთან დაკავშირებით იმედგაცრუებული ყველას გამო ვარ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ბარსელონას გამო. ლაპორტა პრეზიდენტად სულ რაღაც 2 თვის წინ აირჩიეს და ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო. მასთან ორჯერ თუ სამჯერ ვისაუბრე. ის სერიოზული ზეწოლის ქვეშ იყო კლუბის იმ ფინანსური მდგომარეობის გამო, რომელიც მისი ბრალი არ არის.

ლაპორტა მართლაც დიდ ზეწოლას განიცდიდა, მაგრამ როგორც ჭკვიანმა ადამიანმა, მან ტურნირის დატოვების ეშმაკური სტრატეგია შეარჩია.

ჩვენ იურიდიულ ორგანოსთან მუდმივი დისკუსიები გვაქვს, ბარსელონას გამოკლებით სუპერ ლიგის ყველა კლუბისთვის სანქციები უნდა დაწესდეს".

როგორც მოგეხსენებათ, ლაპორტამ კონტრაქტზე ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, როცა ჩაიწერა პუნქტი, რომელიც კლუბის წევრებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას აძლევდა.

ჩეფერინი ფლორენტინო პერესის მიმართ გაცილებით აგრესიულია

„ფლორენტინოს უნდა პრეზიდენტი, რომელიც მას დაემორჩილება და გააკეთებს იმას, რაც მას სურს. ჩემი აზრით სუპერ ლიგა არც არასდროს არსებობდა. ეს იყო მდიდარი ადამიანების ფანტომური ლიგის შექმნის მცდელობა.

ყველამ იცის, რომ თავიანთი მქედებები გარკვეული შედეგის მომტანი იქნება, რისი მიღებაც მათ მოუწევთ.

ყველა ეს კლუბი უეფას ნაწილად რჩება, თუმცა რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანთან ამიერიდან ურთიერთობა აღარ მექნება. ამის აღნიშვნა ყოველთვის შემეძლება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები