Aa
Aa

"საშინელი დღე იყო...ხვიჩა ყოველთვის გამოირჩეოდა'' - ინტერვიუ სანდრო კალანდაძესთან

თბილისის ''დინამოს'' ფეხბურთელები სანდრო კალანდაძე (19 წლის) და გიორგი ომარაშვილი (19 წლის) იჯარის წესით უნგრულ ''დიოშდიორში'' ასპარეზობენ. ნიჭიერი მოთამაშეები უნგრულ გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდნენ, ისინი პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობენ, ოფიციალურ მატჩებს კი სარეზერვო გუნდის რიგებში ატარებენ, თუმცა უნგრეთის თასზე ''ბეკეშჩაბასთან'' მოგებულ შეხვედრაში მათი დებიუტი შედგა, კალანდაძემ სასტარტოში ითამაშა, ხოლო ფორვარდი გიორგი ომარაშვილი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და დებიუტი გოლით აღნიშნა.

CrystalSport-თან ინტერვიუში სანდრო კალანდაძე აღნიშნავს, რომ ''დიოშდიორში'' ისეთი გარემოა შექმნილი, სადაც შრომა ფასდება და ფეხბურთელების განვითარებისთვის შესაბამისი პირობებია შექმნილი.

''საშინელი დღე იყო'' - ასე იხსენებს კალანდაძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნითი ტურის მატჩს, როცა გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მაკედონია 6:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა. მაკედონიასთან აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა პოკერი შეასრულა, 1 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო.

სანდრო კალანდაძეს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, გასულ თვეში კი რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია და ბელარუსთან მოგებულ შეხვედრაში სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა.

ქართველი ფეხბურთელების საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მათი ''დიოშდიორში'' დარჩენის საკითხი პირველი გუნდის გამოსვლაზეა დამოკიდებული, რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. თუ კლუბი უმაღლეს ლიგაში დარჩება, კალანდაძისა და ომარაშვილის გუნდში დარჩენის შანსი რეალური იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები