რაულის რეკორდი გაიმეორა და კრიშტიანუსი გააუმჯობესა - ბენზემა ისტორიას წერს
Aa
Aa

რაულის რეკორდი გაიმეორა და კრიშტიანუსი გააუმჯობესა - ბენზემა ისტორიას წერს

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალი“ „კადისს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მატჩში გამორჩეული კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ეს მატჩი ფრანგი შემტევისთვის სხვამ მხრივაც იყო გამორჩეული. შეიძლება ითქვას, რომ კარიმმა ახალი ისტორია დაწერა.

ბენზემამ „კადისის“ კარში გატანილი გოლით საოცარი შედეგი დააფიქსირა. 33 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგაში 35 კლუბს გაუტანა გოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ მადრიდული კარიერის განმავლობაში კარიმმა აბსოლუტურად ყველა ლა ლიგის გუნდს გაუტანა.  ამ შედეგით კი ის რაულ გონსალეს ბლანკოს გაუთანაბრდა.

კარიმის საგოლე გადაცემაც ისტორიული აღმოჩნდა. 21-ე საუკუნეში ფრანგ ფეხბურთელს ლა ლიგაში 88 ასისტი დაუგროვდა და ამით კრიშტიანუ რონალდუს შედეგი გააუმჯობესა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს „ბლანკოსის“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 87 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული.

ბენზემა „რეალში“

ფრანგი შემტევი „ბლანკოსს“ 2009 წლის ზაფხულში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ლიონიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბენზემამ „სამეფო კლუბის“ მაისური 551-ჯერ მოირგო, ყველა ტურნირზე ერთად 276 გოლი გაიტანა და 142 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კარიმმა „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო და ახლა გუნდის მესამე კაპიტანი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები