Aa
Aa

"ეს ისტორიული შეცდომა არ არის" - ბარსელონა სუპერ ლიგაში ოფიციალურად დარჩა

კატალონიის „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი არ აპირებს სუპერ ლიგის დატოვებას და ამ ნაბიჯს ისტორიულ შეცდომად არ მიიჩნევს.

„ბარსელონა იზიარებს ევროპული საფეხბურთო კლუბების უმრავლესობის მიერ ჩატარებულ ანალიზს იმ გაგებით, რომ დღევანდელ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გატარება, რომლებიც უზრუნველყოფენ საფეხბურთო სამყაროს ფინანსური მდგრადობის და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფას. ეს სპორტი აუცილებლად უნდა განვითარდეს და გამყარდეს.

 „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ, განსაკუთრებული აუცილებლობით მიიღო მონაწილეობა სუპერლიგის დამფუძნებელთა კლუბში. შეჯიბრში, რომლის წინაპირობა საფეხბურთო მატჩების, შოუს, ხარისხისა და მიმზიდველობის გაზრდაა.

ჩვენ ვიცავთ ხელმძღვანელობის მოწოდებას, რომელიც პიროვნულობის, სპორტის, სოციალური და ინსტიტუციური სულისკვეთების ნაწილია. ეს ყველაფერი ისტორიული შეცდომა არ არის! ნებისმიერ შემთხვევაში, „ბარსელონა“ რჩება ყველა იმ ადამიანის კლუბად, რომლებიც „ბარსელონაში“ არიან დასაქმებულნი.

ჩვენ ვალდებულნი ვართ ღრმა ანალიზი ჩავუტაროთ ხალხის რეაქციას და ზუსტად მივხვდეთ რამ გამოიწვია გულშემატკივრების ასეთი აგრესია. ანალიზისთვის საჭიროა სიმშვიდე, რათა არ მოხდეს ნაჩქარევი ქმედება.“ - ვკითხულობთ „ბლაუგრანას“ ოფიციალურ ვებ-საიტზე

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც გავიგეთ, რომ გათამაშებას 12 დამფუძნებელი კლუბი ჰყავდა:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე უნდა გარკვეულიყო, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდებოდნენ, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩეოდა.

მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენების და მწვრთნელების, ასევე "უეფა-ს" და "ფიფა-ს" პროტესტის შემდეგ სუპერ ლიგა დაიშალა და ჯერჯერობით ახალ პროექტში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები