''საჩქარო არაფერი მაქვს'' - დვალმა ფერენცვაროშთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
Aa
Aa

''საჩქარო არაფერი მაქვს'' - დვალმა ფერენცვაროშთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველმა ლაშა დვალმა ''ფერენცვაროშთან'' კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და უნგრეთის ჩემპიონის ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს. მან CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ უნგრულ კლუბში თავს კარგად გრძნობს და ''ფერენცვაროშს'' მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ უფრო ძლიერი კლუბის მხრიდან მიიღებს წინადადებას. ამ ეტაპზე მას უფრო მაღალი დონის კლუბის მხრიდან წინადადება არ მიუღია, ''ფერენცვაროშმა'' კი კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა, ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონის ღირსებას შემდეგ სეზონშიც დაიცავს.

ლაშა დვალი მიმდინარე სეზონში ''ფერენცვაროშთან'' ერთად უნგრეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. გარდა ამისა, ეს სეზონი იმ კუთხით იყო მნიშვნელოვანი, რომ რებროვის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ''იუვენტუსის'', ''ბარსელონასა'' და კიევის ''დინამოს'' წინააღმდეგ იასპარეზა, რაც მოთამაშისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო. 

უახლოეს დღეებში ლაშა დვალთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკლუბო და სანაკრებო თემაზე საუბრობს. მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ თამაშსა და საქართველოს ნაკრების უკანასკნელ სამ მატჩზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები