თასის ფინალი - „ქუთაისი“ ფინალში „ოლიმპს“ შეხვდება
Aa
Aa

თასის ფინალი - „ქუთაისი“ ფინალში „ოლიმპს“ შეხვდება

27 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. 

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული საკალათბურთო ტიტულისთვის ერთმანეთს „ქუთაისისა“ და „ოლიმპის“ გუნდები დაუპირისპირდებიან.

თასის ნახევარფინალში თბილისელებმა „რუსთავი“ ანგარიშით 91:78 დაამარცხეს.

„ოლიმპს“ კახაბერ ჯინჭარაძემ ულიდერა და საკუთარ გუნდს 20 ქულა,10 შედეგიანი გადაცემა და 5 მოხსნა შესძინა. ეროვნული ნაკრების წევრს ერთი ქულით ჩამორჩა ბუნდუ აბდულაი,რომელმაც 19 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რუსთაველთა რიგებში კი ყველაზე შედგეიანი კალათბურთელი ჯილან ვაშინგტონი გახდა,რომელმაც მეტოქეს 20 ქულა,9 მოხსნა და ერთი ასისტი შეუსრულა.

დღის მეორე ნახევარფინალში „ქუთაისმა“ „ცხუმ-აფხაზეთი“  78:62 დაამრცხა.

კოტე ტუღუშის შეგირდბიდან ყველაზე შედეგიანი ჟოელ ალმეიდა გახდა,რომელმაც 28 ქულა შეასრულა.

„ცხუმ-აფხაზეთის“ რიგებში კი თავი ალექსანდრე ფევაძემ გამოჩინა,რომელმაც ნახევარფინალურ შეხვედრაში 15 ქულა , 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა. 

ფინალური შეხვედრა 17:00 საათზე ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები