ისტორიაში მეოთხედ - „ქუთაისი“ საქართველოს თასის მფლობელია
Aa
Aa

ისტორიაში მეოთხედ - „ქუთაისი“ საქართველოს თასის მფლობელია

ისტორიაში მეოთხედ „ქუთაისი“ საქართველოს თასის მფლობელია.

კოტე ტუღუშის შეგირდება ფინალში დაძაბულ ბრძოლაში „ოლიმპი“  83:81 დაამარცხეს.

იმერლებს ბოლო წამზე გამარჯვება ჟოელ ალმეიდამ მოუტანა,რომელიც მატჩის შემდეგ MVP-ით დასახელდა.

„ქუთაისის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ალმეიდა გახდა, მან პარკეტზე 36:10 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ქულა,7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ოლიმპის“ რიგებშ კი თავი ეროვნული ნაკრების წევრმა კახაბერ ჯინჭარაძემ გამოიჩინა,რომლის ანგარიშზეც 22 ქულა.4 მოხსნა და 4 ასისტია.

ქუთაისელებისთვის ეს ტიტული კარგადაა ნაცნობი. იმერულ კლუბს თასის გათამაშება 2014, 2017 და 2018 წლებში მოუგია

ასევე ასაღნიშნავია,რომ თასის გათამაშების დასკვნითი ფაზა ოთხთა ფინალით პირველად ჩატარდა. აღნიშნული სიახლე ამ ტურნირში წინა წელს დაიგეგმა, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო ოთხთა ფინალის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან თასის გათამაშება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ტურნირები 2020 წლის მარტში შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები