დარტყმა ფატალური აღმოჩნდა - 19 წლის მოკრივე გარდაიცვალა
Aa
Aa

დარტყმა ფატალური აღმოჩნდა - 19 წლის მოკრივე გარდაიცვალა

სპორტულ მედიაში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 19 წლის მოკრივე რაშიდ ალ-სვაისატი გარდაიცვალა. ამის მიზეზი ბრძოლის დროს მიღებული დაზიანებები იყო.

19 წლის იორდანელი, პოლონეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობდა. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, 81 კგ კატეგორიაში მას მეტოქემ აჯობა და ისეთი დარტყმა მიაყენა, რომ გათიშა. ალ-სვაისატმა ბრძოლა ნაადრევად მე-3 რაუნდში შეწყვიტა.

მისი გონზე მოყვანა ვერ მოხერხდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ჩაუტარადა გადაუდებელი ოპერაცია. ეს ყველაფერი 16 აპრილს მოხდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა 12 დღე იცოცხლა და სამწუხაროდ გარდაიცვალა. მისი გადარჩენა საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები