BMW OPEN: მორიგი გამარჯვება - ბასილაშვილი ნახევარფინალშია!
Aa
Aa

BMW OPEN: მორიგი გამარჯვება - ბასილაშვილი ნახევარფინალშია!

ATP 250 BMW OPEN-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სლოვაკი ნორბერტ გომბოსი ორ სეტში 6:4, 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

30 წლის სლოვაკი ATP-ის რეიტინგში 95-ე ნომრად არის განთესილი. როგორც მოგეხსენებათ, შეხვედრა გუშინ დაიწყო, თუმცა პირველი სეტისას წვიმის გამო შეწყდა, რა დროსაც ქართველი ჩოგბურთელი 5:4-ს იგებდა.

ნიკოლოზის მეტოქე ნახევარფინალში 24 წლის ნორვეგიელი კასპერ რუდი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 24-ე ნომერია. ცნობისთვის, შეხვედრა 17:00 საათზეა ჩაიშნული და ის დღესვე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზი ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად 2 სეტში ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა.

მერვედფინალურ ეტაპზე ბასილაშვილი გალან რივეროსს დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:4 6:2 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები