მე-5 ტიტული კარიერაში - ბასილაშვილი მიუნხენის ჩემპიონია!
Aa
Aa

მე-5 ტიტული კარიერაში - ბასილაშვილი მიუნხენის ჩემპიონია!

მიუნხენში, BMW OPEN-ის 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა ბრეიკიანი უპირატესობა სულ მალე მოიპოვა და სეტი დამაჯერებლად მოიგო. მეორე სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდნენ. საბოლოოდ ყველაფერი ტაი ბრეიკზე გადაწყდა. ბასილაშვილმა მეტოქეს 7:5 აჯობა.

ბასილაშვილმა კარიერაში მე-5 ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ჰამბურგის ორი 500-ქულიანი კატეგორიის, ბეიჯინგის და დოჰას ტურნირი აქვს მოგებული. ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზი ATP რეიტინგში 31-ე ადგილზე 1850 ქულით მოგვევლინა.

ცნობისთვის, შტრუფი და ბასილაშვილი დღეს მერვედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ გამარჯვების შემდეგ სრული თანაფარდობაა. ჩოგბურთელები 4-4 გამარჯვებით იწონებენ თავს.

მომავალი მატჩი

საქართველოს პირველი ნომერი გერმანიიდან ესპანეთში კონკრეტულად კი მადრიდში გადაინაცვლებს და მასტერსზე იასპარეზებს. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ბენუა პერი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც მომდევნო ეტაპზე სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები