4 საფეხურით მაღლა - ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა
Aa
Aa

4 საფეხურით მაღლა - ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა

მიუნხენში მოპოვებული ტიტულის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 4 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიოს 31-ე ჩოგნად მოგვევლინა.

ქართველ ჩოგბურთელს 1850 ქულა დაუგროვდა.ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი კი 2019 წელს რეიტინგის მე-16 პოზიცია გახლდათ. 

შეგახსენებთ,რომ BMW OPEN-ის 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში ორ სეტში 6:4 7:6 დაამარცხა.

ფინალამდე კი ქართველმა ჩოგბურთელმა სეტის დაუმარცხებლად ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს, კოლუმბიელ დანიელ ელაჰი გალან რივეროსს , სლოვაკ ნორბერტ გომბოსა და ნორვეგიელ კასპერ რუდს აჯობა.

საქართველოს პირველი ნომერი გერმანიიდან ესპანეთში კონკრეტულად კი მადრიდში გადაინაცვლებს და მასტერსზე იასპარეზებს. 4 მაისს ნიკოლოზის პირველი მეტოქე ბენუა პერი იქნება, რომლის დამარცხების შემთხვევაშიც მომდევნო ეტაპზე სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები