ვარანი ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს - ვალვერდეს თამაში გამორიცხული არაა
Aa
Aa

ვარანი ჩელსისთან მატჩს გამოტოვებს - ვალვერდეს თამაში გამორიცხული არაა

მადრიდის „რეალს“ „ჩელსისთან“ გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ საკადრო პრობლემები აქვს. „სამეფო კლუბმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „არისტოკრატებთან“ რაფაელ ვარანი იუქმებს.

28 წლის უკანახაზელმა „ოსასუნასთან“ მატჩში მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და 5 მაისს, საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. ვარანის გარდა, დიდი შანსია, „ლურჯებთან“ მატჩი ფედე ვალვერდემაც გამოტოვოს.

Marca-ს ინფორმაციით, ურუგვაელი ნახევარმცველის Covid-19-ის ტესტის ბოლო პასუხი ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საკმარისი არ აღმოჩნდა და იგი იძულებულია, თვითიზოლაციაში დარჩეს. მიუხედავად ამისა, „ჩელსისთან“ ვალვერდეს თამაში გამორიცხული მაინც არაა. Marca-ს ცნობით, ამ საღამოს, ან ხვალ დილით ფედეს კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გუნდთან ერთად „ნისლიან ალბიონზე“ გამგზავრებას შეძლებს.

ცნობისთვის, ტუხელის გუნდთან „ბლანკოსს“ შესაძლოა, სერხიო რამოსი დაუბრუნდეს, მაგრამ ესპანელ უკანახაზელს იანვრის შუა რიცხვების შემდეგ, „რეალში“ მხოლოდ 125 წუთი აქვს ნათამაშები და ფორმის პიკისგან შორსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები