შეხვედრა მესის სახლში - ბარსელონას ფეხბურთელები ატლეტიკოსთან მატჩისთვის ემზადებიან
Aa
Aa

შეხვედრა მესის სახლში - ბარსელონას ფეხბურთელები ატლეტიკოსთან მატჩისთვის ემზადებიან

კატალონიის „ბარსელონა" საჩემპიონო ბრძოლაშია ჩართული და მომდევნო უქმეებზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. კუმანის გუნდი საკუთარ კედლებში გათამაშების ლიდერს, „ატლეტიკოს" დაუხვდება და ამ შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

Marca-ს ინფორმაციით, „ბლაუგრანას" ფეხბურთელები „როხიბლანკოსთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან და გუნდის ლიდერმა, ლიონელ მესიმ თანაგუნდელებს საკუთარ სახლში უმასპინძლა. „ლა პულგამ" ბარბეკიუ გამართა და „ატლეტიკოსთან" მატჩის წინ, გუნდში არსებული ატმოსფეროს გაუმჯობესება სცადა.

Marca-ს ცნობით, ლეოს ყველა თანაგუნდელი თავიანთ პარტნიორებთან ერთად ესტუმრა. ესპანური გამოცემა იმასაც ამბობს, რომ სიმბოლურია ფეხბურთელები მესის სახლში რომ შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას" 74 ქულა აქვს და „ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება. 35-ე ტურში „ბლაუგრანას" ორი კონკურენტი, „რეალი" და „სევილია" ერთმანეთს ხვდებიან და სავარაუდოდ, ბევრი რამ სწორედ ამ ტურში გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები