ლუკაკუ:
Aa
Aa

ლუკაკუ: "მზად ვარ კონტეს გამო მოვკვდე"

მიმდინარე სეზონის სერია ა-ს ჩემპიონი „ინტერი“ გახდა. ანტონიო კონტეს შეგირდებმა საოცარი სეზონი ჩაატარეს და დამსახურებულად მოიგეს სკუდეტო. ამაში კი უდიდესი წვლილი რომელუ ლუკაკუმ შეიტანა, რომელმაც ჩემპიონობის შემდეგ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

რა თქვა ლუკაკუმ?

„ყველა გულშემატკივარივით მსოფლიოს გარშემო მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ გვყავს საოცარი მწვრთნელი, ფეხბურთელები და პრეზიდენტი. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი საუკეთესო სეზონია. იმედი მაქვს სკუდეტოს მოგება „ინტერის“ ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

ტიტულის მოგება გაზრდაში გეხმარება და უფრო მეტ გამოცდილებას გაძლევს. ამ ყველაფერმა მკვლელის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა. ეს კი ჩემი კარიერის განმავლობაში მუდამ მაკლდა. შესაძლოა კარიერაში 500 გოლი გაიტანო და ტიტული ვერ მოიგო. ასეთ შემთხვევაში გოლები უბრალო სტატისტიკად რჩება.

ვფიქრობ, „ინტერის“ წარმატებაში გადამწყვეტი როლი შევასრულე. დაახლოებით ისეთი, როგორიც შაკილ ო’ნილმა „ლეიკერსში“ გააკეთა. ვამაყობ, რომ მიმდინარე სეზონში 9 საგოლე გადაცემა დამიგროვდა.

მზად ვარ კონტეს გამო მოვკვდე. სამწუხაროდ მასთან ერთად „ჩელსიში“ თამაშის შესაძლებლობა არ მომეცა, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ „იუნაიტედის“ დატოვების შემდეგ ანტონიოსთან გავაგრძელებდი კარიერას.

კონტემ გარკვევით ამიხსნა, რომ თუ ვარჯიშებზე ბოლომდე არ დავიხარჯებოდი ძირითად შემადგენლობაში ვერ ვითამაშებდი და კარგი შედეგიც არ მექნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ კარიერის მანძილზე შეხვდე ისეთ ადამიანს, რომელიც სიმართლეს გეტყვით. იტალიელის სიტყვები ძალიან დამეხმარა.“

ლუკაკუ „ინეტრში“

ბელგიელი თავდამსხმელი „ნერაძურის“ 2019 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ლუკაკუმ 92-ჯერ მოირგო „ინტერის“ მაისური და 61 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კი რომელუ სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში 21 შედეგიანი დარტყმით მე-2 ადგილზე იმყოფება. მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუა 27 გოლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები