ჩემპიონობა ორიგინალურად - ძიუბა ცერემონიაზე დედპულის ფორმით მივიდა
Aa
Aa

ჩემპიონობა ორიგინალურად - ძიუბა ცერემონიაზე დედპულის ფორმით მივიდა

რუსეთის პრემიერ ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე „ზენიტი“ ჩემპიონი გახდა. უკანასკნელ ტურში, სანქტ-პეტერბურგელებმა მოსკოვის „ლოკომოტივი“ 6:1 გაანადგურეს და ტიტულს დაეუფლნენ.

რუსული კლუბის სტადიონზე საჩემპიონო ცერემონია გაიმართა, სადაც კლუბის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა არტიომ ძიუბა ცნობილი ფილმის პერსონაჟის „დედპულის“ ფორმით მივიდა.

როგორც ცნობილია, „დედპული“ ძიუბას შვილს უყვარს ძალიან და ასე სწორედ მისთვის გამოეწყო. აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაზე ფეხბურთელის ვაჟიც იმყოფებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა. საჩემპიონო ოქროს მედალი სწორედ მას გადაეცა.

ძიუბა „ზენიტში“

32 წლის თავდამსხმელი რუსულ კლუბში 2015 წლიდან ასპარეზობს, თუმცა 1 სეზონით, 2017 წელს „ტულაში“ იჯარის წესით გადავიდა. არტიომმა „ზენიტის“ მაისური ჯამში დღემდე 209-ჯერ მოირგო და 91 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კი მან ყველა ტურნირზე ერთად 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 18 გოლი გაიტანა. რუსეთის პრემიერ ლიგაში თავი 16-ჯერ გამოიჩნა და ამ შედეგით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე მისი თანაგუნდელი სარდარ აზმუნია 19 გოლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები