23-ის ნაცვლად 26 - EURO 2020-ზე წესები შეიცვალა
Aa
Aa

23-ის ნაცვლად 26 - EURO 2020-ზე წესები შეიცვალა

სულ მალე EURO 2020 აიღებს სტარტს. "უეფა" "ტვიტერის" საკუთარი გვერდის მეშვეობით წესების ცვლილებას აანონსებს. ვიგებთ, რომ ქვეყნები 23 ფეხბურთელის ნაცვლად 26-ს წაიყვანენ.

ეს ყველაფერი გადატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვია, რომლის გამოც მოთამაშეები ტრავმებს გაცილებით ხშირად იღებენ. ასევე არსებობს კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროება.

აქედან გამომდინარე ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ქვეყანას 3 ფეხბურთელით მეტი ჰყავდეს წაყვანილი, თუმცა მატჩის განაცხადში მაინც 23 ფეხბურთელი უნდა შევიდეს. სავალდებულოა 3 მეკარის წაყვანა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ მწვრთნელებს 26-კაციანი განაცხადის დასახელება პირველ ივნისამდე შეუძლიათ, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, თუნდაც 1 დღით ადრე, ფეხბურთელის ტრავმის ან ინფიცირების შემთხვევაში მწვრთნელს მისი შეცვლა შეეძლება. 

ევრო 2020-ის ჯგუფები

ჯგუფი A: თურქეთი, იტალია, შვეიცარია, უელსი.

ჯგუფი B: დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი.

ჯგუფი C: ნიდერლანდები, უკრაინა, ავსტრია, ჩრდ.მაკედონია.

ჯგუფი D: ინგლისი, შოტლანდია, ხორვატია, ჩეხეთი.

ჯგუფი E: ესპანეთი, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი.

ჯგუფი F: უნგრეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები