Aa
Aa

"მადლობა და წარმატებები" - ფონსეკა რომადან მიდის

„რომას“ ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა დატოვებს. რომში იტალიელი სპეციალისტის მუშაობით ბოლო პერიოდის განმავლობაში უკმაყოფილონი არიან.

„ჯალოროსი“ სერია ა-ში ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ამოვარდა. ევროპის ლიგის ნახევარფინალში კი სტუმრად „მანჩესტერ „იუნაიტედთან“ 2:6 დამარცხდა.

ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ თავად ფონსეკამ კომენტარი გააკეთა: „აღმასვლას და დაღმასვლას ხშირად განვიცდიდით, მაგრამ მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. აქაურობა ძალიან მიყვარს. რომში იდეალურად მიმიღეს.

დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ფეხბურთელებს მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ პერიოდში მეხმარებოდნენ. ყველას უდიდეს წარმატებას გისურვებთ. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში დაგვრჩა, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“

გეტყვით, რომ ფონსეკა რომაულ კლუბს 2019 წლის ზაფხულში ჩაუდგა სათავეში. გასულ სეზონში, „ჯალოროსი“ სერია ა-ში მე-5 ადგილზე გავიდა და მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალში გააღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები