ტუხელი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს - ჩელსი სანჩოს უმიზნებს
Aa
Aa

ტუხელი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს - ჩელსი სანჩოს უმიზნებს

„დორტმუნდის“ ფეხბურთელს, ჯეიდონ სანჩოს ახალი მსურველი ჰყავს. Bild-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ინგლისელის საკუთარ რიგებში ხილვა „ჩელსის“ სურს და „არისტოკრატები“ მზად არიან, „ლივერპულსა“ და „მანჩესტერს“ კონკურენცია გაუწიონ.

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელთა თავკაცს, ტომას ტუხელს შემადგენლობის გაძლიერება სურს და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ყოფილი კლუბის ვარსკვლავი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ახლახან „დორტმუნდის“ დირექტორმა, მიხაელ ცორკმა დაადასტურა, რომ „შავ-ყვითლები“ თანახმა არიან, სანჩოს შეელიონ. ცორკის თქმით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა და სათანადო შეთავაზების მიღების შემთხვევაში, გერმანული გრანდი ინგლისელ შემტევს შეელევა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა გარემარბი გერმანულ კლუბს 2017 წელს შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯეიდონმა „დორტმუნდის“ მაისური 133-ჯერ მოირგო და 46 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები