Aa
Aa

ემპოლი უმაღლესში დაბრუნდა - ტოსკანიელებმა სერია B-ში პირველობა გაინაღდეს

ტოსკანიური „ემპოლი“ მომავალი სეზონიდან კვლავ იტალიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს. გუნდმა სერია B-ს 36-ე ტურში „კოზენცა“ 4:0 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

ტოსკანიელებს 36 მატჩში 18 მოგება, 16 ფრე და 2 წაგება აქვთ, გატანილი და გაშვებული გოლების კუთხით საუკეთესო შედეგი აქვთ და მთელი სეზონის სერია B-ში ყველაზე სტაბილურად თამაშობენ. ალესიო დიონისის შეგირდებმა სრულიად დამსახურებულ წარმატებას მიაღწიეს.

ემპოლელები მთავარ აპენინურ ლიგას 2-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან, საერთო ჯამში კი სერია A-ში მეშვიდედ აღზევდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 სეზონში „ემპოლი“ სერია A-ში მეხუთედ დაბრუნდა.

„აძური“ ბოლოს უმაღლეს დივიზიონში 2018-19 წლებში იმყოფებოდა, როცა დარჩენის შანსს ბოლო ტურის ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია.

სერია B-დან ზედა ლიგაში კიდევ ერთი გუნდი პირდაპირ გადავა, ამჟამად ამ პოზიციაზე „სალერნიტანაა“, რომელსაც „ლეჩე“ და „მონცა“ 2-2 ქულით ჩამორჩებიან. კიდევ ერთი გადმომსვლელი გუნდი კი პლეი-ოფის შედეგად გამოვლინდება. პლეი-ოფი მესამედან მერვე ადგილზე გასულ გუნდებს შორის ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები