ესპანური მედია - მამარდაშვილით
Aa
Aa

ესპანური მედია - მამარდაშვილით "ვალენსია" დაინტერესდა

ესპანური მედიის ინფორმაციით ქართველი მეკარით გიორგი მამარდაშვილით „ვალენსია“ დაინტერესდა.

„ღამურების“ გადაწყვეტილებით ,თუ ისინი შეიძენენ გიორგის,მას სარეზერვო გუნდში „მესტალიაში“ გაუშვებენ,სადაც უნაი ეჩებერია და ემილიო ბერნარდი ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებენ.

20 წლის მეკრარეში „ვალენსია“ თბილისის „დინამოს“ მილიონ ევრომდე გადაუხდის. 

შეგახსენებთ,რომ მამარდაშვილი „დინამოს“ საკუთრებაა და ახლა თბილისის „ლოკომოტივში“ ასპარეზობს.

ესპანელები ქართველი მეკარით ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დაინტერესდნენ,სადაც მამარდაშვილი "ლოკოს" რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ,რომ UEFA-მ გიორგი მამარდაშვილი 50 იმედის მომცემ ახალგარზდა ფეხბურთელში დაასახელა,რომელსაც 2021 წელს უნდა დავაკვირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები