10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ჭიაბრიშვილი დაისაჯა
Aa
Aa

10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია - ჭიაბრიშვილი დაისაჯა

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი მე-10 ტურში „საბურთალოს“ წინააღმდეგ, მსაჯთან მომხდარი ინციდენტია.

„რკინიგზელთა“ დამრიგებელი მატჩის მიწურულს საკმაოდ გაცხარებული იყო, ემოციები ვერ მოთოკა და შეხვედრის არბიტრს ალეკო აფციაურს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აქედან გამომდინარე, ჭიაბრიშვილი გუნდს სათადარიგოთა სკამიდან მთლიანი მეორე და მესამე წრის დასაწყისში ვერ უხელმძღვანელებს.

„ლოკომოტივი“ კი Crystalbet ეროვნულ ლიგაში 11 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, მე-12 ტურში თბილისელები გორის „დილას“ უმასპინძლებენ. მატჩი 7 მაისს თბილისის დროით 16:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები