Crystalbet ეროვნული ლიგა - დილამ ლოკო დაამარცხა, საბურთალომ ქულები დაკარგა
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - დილამ ლოკო დაამარცხა, საბურთალომ ქულები დაკარგა

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-12 ტური „სამგურალისა“ და „თელავის“ დაპირისპირებით გაიხსნა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. შეხვედრის მე-11 წუთზე „სამგურალმა“ ბრწყინვალე კონტრშეტევა განახორციელა და გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ, „თელავის“ კარი ირაკლი ლექვთაძემ აიღო. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, 55-ე წუთზე კი სტუმრებმა რევაზ ინჯგიას გოლით წონასწორობა აღადგინეს და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს.

ბესიკ აბულაძის კომენტარი

თორნიკე ძოწენიძის კომენტარი

სოსო ფრუიძის კომენტარი 

დღის ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიხილეთ, სადაც „ლოკომოტივმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 წააგო. „სამგურალისა“ და „თელავის“ დაპირისპირების მსგავსად, ამ შეხვედრაშიც სწრაფი გოლი გავიდა და გორელები ფრანცისკო მადინგას მიერ შეგდებული ბურთით მე-4 წუთზე დაწინაურდნენ. ამ უკანასკნელს საგოლე გადაცემა უსმანე კამარამ გაუკეთა, რომელმაც 54-ე წუთზე თავი გამოიჩინა და „დილას“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 10 წუთში „რკინიგზელებმა“ მეტოქის კარი აიღეს და ნიკა სანდოხაძის დარტყმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გიორგი დეკანოსიძის კომენტარი

რევაზ ჩიტეიშვილის კომენტარი

ანდრი დემჩენკოს კომენტარი

დღის დასკვნითი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი „ტორპედო“ „საბურთალოს“ შეერკინა. თბილისელები წინ 30-ე წუთზე, დმიტრი მანდრიჩენკოს გოლით გავიდნენ, თუმცა ქუთათურებმა 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს და მეჰდი ბუკასის დარტყმის წყალობით მიმდინარე სეზონში მე-7 ქულა აიღეს.

შოთა ბაბუნაშვილის კომენტარი

მეჰდი ბუკასის კომენტარი

ხვიჩა შუბითიძის კომენტარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები