ქომაგების პროტესტის შედეგად იუნაიტედმა 200 მილიონიანი კონტრაქტი დაკარგა
Aa
Aa

ქომაგების პროტესტის შედეგად იუნაიტედმა 200 მილიონიანი კონტრაქტი დაკარგა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ელექტრონული კომერციის კომპანიასთან The Hut Group- სთან გარიგების დადების შესაძლებლობა დაკარგა.

Guardian-ი Observer-ზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ 10-წლიან (200 მილიონ გირვანქა სტერლინგზე) კონტრაქტზე. Myprotein-ი იყო, წარწერა რომელსაც სავარჯიშო ფორმაზე AON უნდა ჩაენაცვლებინა.

ხელშეკრულება ძალაში უნდა შესულიყო 1 ივლისიდან, მაგრამ სპონსორმა გარიგებაზე უარი თქვა.

აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონფლიქტური სიტუაცია იყო, რომელიც გულშემატკივრების პროტესტის გამო შეიქმნა გლეიზერის ოჯახის კლუბიდან წასვლის მოთხოვნით. გულშემატკივრებმა წამოიწყეს კამპანია, სადაც ბოიკოტისკენ მოუწოდონ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითად პარტნიორებს (Adidas, TAG Heuer და სხვები) მომსახურებებსა და პროდუქტებზე. ვინაიდან THG არის მანჩესტერში დაფუძნებული ორგანიზაცია, მისი ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლო ქმედებებით მათ წინააღმდეგ.

ბოლოს გეტყვით, რომ „წითელ ეშმაკებს“ AON-თან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებათ და თუ სიტუაცია არ შეიცვალა, შესაძლოა კლუბის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხზე დაემუქროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები