კეინმა ტოტენჰემს აცნობა, რომ წასვლა სურს - მთავარი მსურველი იუნაიტედია
Aa
Aa

კეინმა ტოტენჰემს აცნობა, რომ წასვლა სურს - მთავარი მსურველი იუნაიტედია

„ლიდსთან“ მარცხის (1:3) შემდეგ „ტოტენჰემმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა, რის შედეგადაც ლონდონელებმა შესაძლოა თავიანთი ლიდერი ჰარი კეინიც დაკარგონ.

The Sun-ის ცნობით, ჰარი კეინმა კლუბის აღმასრულებელ დირექტორს დენილ ლევის უთრა, რომ ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრისას მის მსურველ კლუბებს მოუსმინოს და შემოთავაზებული წინადადებები განიხილოს.

პირდაპირ, რომ ითქვას კეინმა კლუბს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.

რამდენიმე დღის წინ Independent-ი წერდა, რომ კეინს წასვლა სურს, თუმცა არა ბრიტანეთს ფარგლებს მიღმა.

როგორც ცნობილია, 27 წლის ინგლისელი ფორვარდის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს და მის სანაცვლოდ 90 მილიონ ფუნტსაც ამზადებს. კეინით ასევე „სიტიც“ ინტერესდება.

„ინდივიდუალური ჯილდოები დიდებულია, ეს ფანტასტიკური მიღწევებია. როგორც ფეხბურთელის მიზანი, ამჟამად გუნდური ტიტულების მოპოვებაა. მინდა, რომ ყველაზე დიდი საკლუბო ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ახლა ამას არ ვაკეთებთ“. - ამბობს კეინი.

ბოლოს გეტყვით, რომ 21 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით ჰარი კეინი პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბომბარდირთა და ასისტენტთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები