მე-3 საჩემპიონო ქამარი! კანელომ სანდერსი დაამარცხა!
Aa
Aa

მე-3 საჩემპიონო ქამარი! კანელომ სანდერსი დაამარცხა!

თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მოკრივემ WBA, WBC ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა კანელო ალვარესმა ბილი ჯო სანდერსს სატიტულო ბრძოლაში სძლია და მესამე საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

თავის მხრივ, სანდერსი WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. ტექსასში, კერძოდ კი არლინგტონში გამართულ ბრძოლას სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო.

რაც შეეხება ბრძოლას, კანელოს სრული უპირატესობა ჰქონდა და ყველაფერი მე-8 რაუნდში დასრულდა, როცა სანდერსის სამწვრთნელო შტაბმა მას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცა და ტექნიკური ნოკაუტი დაფიქსირდა, რომელიც სანდერსის კარიერაში პირველი იყო.

„მე ვთქვი, რომ ეს ბრძოლა შესაძლოა გაჭიანურებულიყოს, მაგრამ არც ისე რთული აღმოჩნდა, როგორც ველოდი. ეს ნორმალურია, რადგან მე ბრძოლიდან ბრძოლამდე ვპროგრესირებ.

მგონია, რომ მას ყბა მოვტეხე. ვიცოდი, რომ ის ბრძოლას აღარ გააგრძელებდა. ჩემს მწვრთნელს ვუთხარი, რომ სანდერსი აღარ გამოვიდოდა, რადგან მას მოტეხილობა ჰქონდა.

ვმუშაობ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან. ის მეუბნება, თუ როგორ უნდა მოვემზადო და რა უნდა გააკეთო რინგზე, და მე ამას ვაკეთებ“. - თქვა კანელომ ბრძოლის შემდეგ.

30 წლის მექსიკელმა მოკრივემ კარიერაში თავისი მესამე საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. მის ანგარიშზე 56 გამარჯვება, 2 ფრე და 1 მარცხია.

კანელოს მომდევნო სამიზნე IBF-ის საჩემპიონო ქამარი გახლავთ, რომელსაც ამჟამად ამერიკელი კალებ პლანტი ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები