ბრუნო ფერნანდეშის პენალტი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა!
Aa
Aa

ბრუნო ფერნანდეშის პენალტი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა!

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ასტონ ვილას“ ეთამაშება. მატჩის 52-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად ბრუნო ფერნანდეშმა აქცია.

პორტუგალიელი ნახევარმცველის გატანილი თერთმეტმეტრიანი ისტორიული აღმოჩნდა. მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 113-ე გამოყენებული პენალტი იყო, რაც რეკორდი გახლავთ.

დღევანდელ დღემდე, რეკორდი სხვადასხვა გუნდების მიერ გამოყენებული 112 პენალტი იყო, რომელიც 2006/2007 წლების სეზონში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ბრუნოს, 26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 26-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელს ამ რაოდენობის გოლების გასატანად 54 მატჩი დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები