Aa
Aa

დაწინაურების შემდეგ ზედიზედ მეათედ - ლუდოგორეცი ისევ ჩემპიონია

ქვეყნის ჩემპიონი იციან უკვე ბულგარეთშიც, სადაც რაზგრადის „ლუდოგორეცმა“ მორიგი ტიტული მოიპოვა. რაზგრადელები ჩემპიონებად მას შემდეგ გამოცხადდნენ, რაც მათმა კონკურენტმა - პლოვდივის „ლოკომოტივმა“ თავისი მატჩი ფრედ დაასრულა.

„ლუდოგორეცის“ წარმომადგენლებმა საჩემპიონო თასი გუშინვე ჩაიბარეს და სპეციალური ზეიმი მოაწყვეს. კლუბის ლიეტუველი მთავარი მწვრთნელი - ვალდას დამბრაუსკას ცერემონიას შვილებთან ერთად ესწრებოდა. დამბრაუსკასი მე-7 უცხოელია, რომელმაც რაზგრადულ კლუბს ქვეყნის ჩემპიონატი მოაგებინა.

„ლუდოგორეცი“ 1945 წელს დაარსდა, მაგრამ სანამ 2010 წელს გუნდი კირილ დომუშიევმა არ შეიძინა, არც ერთი ტიტული ჰქონდა მოგებული. 2011-ში რაზგრადელები უმაღლეს დივიზიონში აღზევდნენ და პირველივე სეზონიდან მოყოლებული ჩემპიონობას არავის უთმობენ - მათ ბულგარეთის პირველობა ზედიზედ უკვე მე-10-ედ მოიგეს.

10-ჯერ ჩემპიონობის გარდა, „ლუდოგორეცს“ ბოლო ათწლეულში 2-ჯერ ბულგარეთის თასი და 4-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი აქვს მოგებული. 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, 3-ჯერ კი ევროპა ლიგის გათამაშებაზე მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 2013-14 წლების სეზონში ამ ტურნირის 1/8 ფინალამდე მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები