მე-3 მარცხი - ტოჩინოშინმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია
„ნაცუ ბაშოს“ მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა სიდენოუმი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხა.
ლევანმა ბრძოლა სუსტად დაიწყო, პოზიციები თავიდანვე დათმო და მეტოქეს მისი დოჰიოდან გადაყვანა არ გასჭირვებია.
დღევანდელ ბრძოლამდე გორგაძეს სიდენოუმის წინააღმდეგ მხოლოდ 1 შეხვედრა ჰქონდა გამართული, რომელიც მის სასარგებლოდ დასრულდა.
ამრიგად, ქართველ სეკიტორს 4 დღის შემდეგ ბალანსი 1:3-ზე აქვს.
მე-5 დღეს ტოჩინოშინი მე-5 მაეგაშირა ონოშოს დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერაში სულ ორჯერ შეხვდა - ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი.