შედგება ბარტერი? ბარსას პიანიჩი-ჟორჟინიოს გაცვლა სურს
Aa
Aa

შედგება ბარტერი? ბარსას პიანიჩი-ჟორჟინიოს გაცვლა სურს

მირალემ პიანიჩი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ზაფხულში „ბარსელონას“ დატოვებს. ბოსნიელ ნახევარმცველს „იუვენტუსში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ და იტალიური გამოცემები ბოლო დღეებში წერდნენ, რომ მას როდრიგო ბენტანკურში გაცვლიდნენ, მაგრამ დღეს ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

Sport-ის ცნობით, „ბარსა“ „ჩელსის“ ბრაზილო-იტალიელი ნახევარმცველით ჟორჟინიოთი ინტერესდება. კლუბი თვლის, რომ მას სერხიო ბუსკეტსის შეცვლა შეუძლია და „ბლაუგრანა“ მზადაა ლონდონელებს ბარტერის სახით მირალემ პიანიჩი შესთავაზონ.

თავის მხრივ პიანიჩი მზად არის სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბი დატოვოს. ის დაინტერესებულია გუნდში გადასვლით, რომელიც იბრძვის თასებისთვის. გარდა ამისა, ნახევარმცველს სურს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალ კლუბში, წერს Sport-ი.

ამ მომენტისთვის „ჩელსის“ პოზიცია ცნობილი არ არის.

„ბარსელონას" შემადგენლობაში, 31 წლის ბოსნიელი მოედანზე ლა ლიგის 17 მატჩში გამოჩნდა, თუმცა მის ანგარიშზე 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა. გარდა ამისა, პიანიჩმა ვერც თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა და ძალიან უფერული შეხვედრები ჩაატარა.

რაც შეეხება ჟორჟინიოს, მან ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 25 მატჩი ჩატარა, გაიტანა 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები