ვაცკე:
Aa
Aa

ვაცკე: "დარწმუნებული ვარ ჰოლანდი მომავალ წელს ჩვენთან ითამაშებს"

„დორტმუნდის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ჰანს-იოახიმ ვაცკემ ერლინგ ჰოლანდის მომავალზე ისაუბრა.

ვაცკემ გრანდებს ოპტიმიზმის საფუძველი მოუკლა და განაცხადა, რომ ჰოლანდი მომდევნო სეზონშიც მათ რიგებში იასპარეზებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერლინგ ჰოლანდი მომავალ წელს ჩვენთან ითამაშებს და სხვა რამეზე ფიქრში დროს არ ვკარგავ.

მე ვფიქრობ, რომ მათ (რეალმა და ბარსელონამ) იციან ჰოლანდის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რა ვითარებაც არის და ასევე იციან ჩვენი პოზიციის შესახებაც. სრულიად მოდუნებული ვარ. არავის სჯეროდა, რომ გასულ ზაფხულს ჯეიდონ სანჩო ჩვენთან დარჩებოდა, მაგრამ ის კვლავ აქ არის”, - თქვა ვაცკემ Bild- სთან ინტერვიუში.

ბარსელონას გეგმები ჩაეშლება? ჰოლანდი მათი ნომერ პირველი სამიზნე იყო

Eurosport-ი წერდა, რომ მესი მზად იყო ხელფასი შეემცირებინა, რათა კლუბს ერლინგ ჰოლანდის შეძენა შეძლებოდა.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ლაპორტას ახალ გეგმას მხარს უჭერს და მის წილ პასუხისმგებლობას აიღებს. ლეო ანაზღაურებას შეიმცირებს და გუნდშიც დარჩება, თუმცა „ბლაუგრანამ“ შემადგენლობა უნდა გააძლიეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „კამპ ნოუს“ დატოვებს.

ჰოლანდს უმიზნებდა „რეალიც“, რომელიც როგორც ჩანს ვერც ნორვეგიელის და ვერც მბაპეს ვეღარ შეიძენს.

ესპანურ გრანდებს ამ ზაფხულისთვის სატრანსფერო გეგმების შეცვლა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები