ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები - კონორი პირველია, მესი - მეორე
Aa
Aa

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები - კონორი პირველია, მესი - მეორე

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები დაასახელა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ის შემოსავალი, რომელიც სპორტსმენებმა 2020 წლის პირველი მაისიდან, 2021 წლის პირველ მაისამდე მიიღეს.

სიას UFC-ის მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ლიდერობს. ირლანდიელი 180 მილიონი დოლარით გამდიდრდა, საიდანაც MMA-ში მხოლოდ 22 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო დარჩენილი თანხის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 150 მილიონი დოლარი თავისი ვისკის ბრენდის, Proper No. Twelve-ის აქციების გაყიდვის შედეგად მიიღო.

მეორე ადგილზე „ბარსელონას“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი იმყოფება. „ლა პულგამ“ 130 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. არგენტინელმა 97 მილიონი კლუბისგან მიიღო, ხოლო 33 მილიონი - სპონსორებისგან.

მესამე პოზიციას ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს. პორტუგალიელის შემოსავალმა 120 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 70 მილიონი კლუბზე, ხოლო 50 მილიონი სპონსორებზე მოდის.

Forbes-ის რეიტინგი ასე გამოიყურება

1 - კონორ მაკგრეგორი - 180 მილიონი დოლარი

2 - ლიონელ მესი - 130 მილიონი დოლარი

3 - კრიშტიანუ რონალდუ - 120 მილიონი დოლარი

4 - დაკ პრესკოტი - 107.5 მილიონი დოლარი

5 - ლებრონ ჯეიმსი - 96.5 მილიონი დოლარი

6 - ნეიმარი - 95 მილიონი დოლარი

7 - როჯერ ფედერერი - 90 მილიონი დოლარი

8 - ლუის ჰამილტონი - 82 მილიონი დოლარი

9 - ტომ ბრეიდი - 76 მილიონი დოლარი

10 - კევინ დურანტი - 75 მილიონი დოლარი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები