სალიცენზიო ტურნირი - ქერდიკაშვილი და ყაველაშვილი ფინალში გავიდნენ
Aa
Aa

სალიცენზიო ტურნირი - ქერდიკაშვილი და ყაველაშვილი ფინალში გავიდნენ

12 მაისს, უნგრეთის ქალაქ სეგედში, კანოე-კაიაკის სპრინტში ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირის პირველი ეტაპი დაიწყო და მასში მონაწილეობა ზაზა ნადირაძემ, მარიამ ქერდიკაშვილმა და ბადრი ყაველაშვილმა მიიღეს.

მარიამ ქერდიკაშვილმა შესარჩევ გაცურვაში (კანოე 1:200მ) პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის სალიცენზიო ტურნირის ფინალში იასპარეზებს. ზაზა ნადირაძე კი შეჯიბრებას ნაადრევად გამოეთიშა, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი მისთვის უჩვეულო, 1000-მეტრიან დისტანციაზე გამოვიდა.

ქერდიკაშვილის გარდა, ფინალის საგზური ბადრი ყაველაშვილმაც მოიპოვა (კაიაკი 1:200მ). ჩვენებურმა შესარჩევ გაცურვაში მეორე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გადავიდა, სადაც ასევე მეორე პოზიცია დაისაკუთრა და ფინალური გაცურვა გადაწყვეტს მოიპოვებს თუ არა ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ უნგრეთში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირის ფინალები ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები