„ჩემი მარცხი უნდა აანაზღაურონ“ - ნადირაძემ ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოიპოვა
Aa
Aa

„ჩემი მარცხი უნდა აანაზღაურონ“ - ნადირაძემ ოლიმპიური ლიცენზია ვერ მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების საგზურის გარეშე დარჩენის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა. ნადირაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

„მეგობრებო, დღეს საბოლოოდ დავემშვიდობე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს. სამწუხაროდ ლიცენზია ვერ მოვიპოვე.....ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის და გულშემატკივრობისთვის! წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის!

ახლა ორი კარგი ამბავი მინდა გითხრათ, ჩემმა მეგობრებმა და გუნდელებმა, ბადრიმ და მარიმ წარმატებით გაართვეს თავი თავიანთ შესარჩევ გაცურვებს და ლიდერი შედეგებით გადავიდნენ ფინალებში, ფინალში კი ორივე თავდაუზოგავად იბრძოლებს ტოკიოს ლიცენზიებისთვის. სხვა გზა არაქვთ, ჩემი მარცხი უნდა აანაზღაურონ. ფინალები იქნება ხვალ! ვუგულშემატკივროთ საქართველოს“.

მეგობრებო, დღეს საბოლოოდ დავემშვიდობე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, სამწუხაროდ ლიცენზია ვერ მოვიპოვე..... ყველას დიდ...

Posted by Zaza Nadiradze on Wednesday, May 12, 2021

შეგახსენებთ, რომ მარიამ ქერდიკაშვილი ხვალ თბილისის დროით, 13:00-ზე გამოვა, ხოლო ბადრი ყაველაშვილს 20:39-ზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები