აგუერო და ბარსა - შეთანხმება მიღწეულია და მალე გაოფიციალურდება
Aa
Aa

აგუერო და ბარსა - შეთანხმება მიღწეულია და მალე გაოფიციალურდება

როგორც ჩანს, „ბარსელონას“ პირველი საზაფხულო ტრანსფერი სერხიო აგუერო იქნება.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ მხარეებს შორის უკვე თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია.

წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის (29 მაისი) შემდეგ „ბარსა“ აგუეროს ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

როგორც მოგეხსენებათ, აგუერო თავისუფალი აგენტი ხდება და კატალონიელებს მის სანაცვლოდ არაფრის გადახდა არ უწევთ. ეს ტრანსფერი გუნდში ლეო მესის დარჩენას საბოლოოდ გადაწყვეტს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ „კუნი“ „ბარსასთან“ 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ორი სეზონის განმავლობაში ის 8 მილიონ ევროს მიიღებს.

პრესა ვარაუდობს, რომ „ბარსელონას“ მეორე ტრანსფერი ერიკ გარსია იქნება, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტი ხდება და ასევე „სიტიში“ ასპარეზობს.

ჟოან ლაპორტას სამიზნეში მათ გარდა მემფის დეპაი, ჟორჟინიო ვაინალდუმი, ჯერომ ბოატენგი და ერლინგ ჰოლანდი რჩებიან. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, კლუბის პრეზიდენტი 500 მილიონიანი ვალის აღებას გეგმავს, რომ ამჟამინდელ პრობლემებს რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები