3 საათი და 18 წუთი - ჯოკოვიჩმა ციციპასი დაამარცხა და ნახევარფინალშია
Aa
Aa

3 საათი და 18 წუთი - ჯოკოვიჩმა ციციპასი დაამარცხა და ნახევარფინალშია

რომის მასტერსის მეოთხედფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სტეფანოს ციციპასის საოცარი დაპირისპირება ვიხილეთ, რომელიც სერბმა სამ სეტში 4:6, 7:5, 7:5 მოიგო.

პირველი სეტი „ნოლემ“ დათმო, თუმცა მეორე რთული ბრძოლის შემდეგ მოიგო და შეხვედრის ბედი მესამე სეტმა გადაწყვიტა, რომელიც მაყურებელთათვის ნამდვილად თვალსასეირო გამოდგა.

ციციპასმა ჯოკოვიჩს 4:4-ზე ბრეიკი შეუსრულა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა სერბმა ჩვეულ სტილში ცივსისხლიანობა გამოიჩინა და უკუბრეიკი შემოგვთავაზა - 5:5.

საბოლოოდ 3 საათი და 18 წუთი - „ნოლემ“ მესამე სეტიც 7:5 მოიგო და ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდა. ციციპასს კი ამ შეხვედრის ორ სეტში მოგება შეეძლო, თუმცა შანსები ხელიდან გაუშვა და ასეთ სიტუაციაში ჯოკოვიჩი მსგავს შეცდომებს არავის პატიობს.

ნოვაკი ნახევარფინალს დღესვე გამართავს. მისი მეტოქე სონეგოსა და რუბლევს შორის გამარჯვებული იქნება. ამ წყვილიდან ფინალში გასულს სავარაუდოდ რაფა ნადალი ელის და მსგავსი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, რთული წარმოსადგენია „რაფას“ ზეწოლას გაუძლონ, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ვნახოთ რა მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები