ბითაძის მაგარი თამაში და 10 ქულა - ინდიანა ლეიკერსთან მაინც დამარცხდა
Aa
Aa

ბითაძის მაგარი თამაში და 10 ქულა - ინდიანა ლეიკერსთან მაინც დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში „ინდიანამ“ „ლეიკერსს“ უმასპინძლა. ლოს-ანჯელესელებმა მძიმე ბრძოლაში 122:115 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში გოგა ბითაძემ ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 29 წუთი და 51 წამი დაჰყო.

ამ პერიოდის განმავლობაში გოგამ 10 ქულას 7 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ბითაძემ 4 ბლოკი გააკეთა და ბურთი ერთხელ დაკარგა. „ინდიანას“ ცენტრმა 3-დან ერთი 3-ქულიანი ჩააგდო და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ბოლო მეოთხედში ქართველმა კალათბურთელმა ძალიან მაგრად ითამაშა. ბითაძემ ლეგენდარულ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა და ბურთის კალათში ჩაგდების საშუალება არ მისცა. ეპიზოდი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფისთვის იბრძვის. მომდევნო მატჩს „პეისერსი“ სტუმრად „ტორონტოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები