ტექნიკური ნოკაუტი - ჩენდლერმა ოლივეირას ვერ გაუძლო
Aa
Aa

ტექნიკური ნოკაუტი - ჩენდლერმა ოლივეირას ვერ გაუძლო

გამთენიისას UFC-ში მსუბუქი წონის დივიზიონში ქამრისთვის ბრძოლა შედგა - ჩარლზ ოლივეირამ მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის წასვლის შემდეგ, ამ ქამარს 3 წლის შემდეგ ახალი მფლობელი ჰყავს.

ოლივეირამ ზედიზედ მე-9 ბრძოლის მოგება შეძლო. ბრაზილიელი უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველ რაუნდში ჩენდლერი უკეთესი იყო. მან ოლივეირას წარბი გაუხეთა და დგომში თავის უპირატესობას ავლენდა.

ჩენდლერმა ოლივეირას დაგდება შეძლო და ტექნიკურ ნოკაუტსაც უახლოვდებოდა, თუმცა ბრაზილიელმა თავი დაიძვრინა, რაც მეორე რაუნდში ამერიკელმა ვერ შეძლო.

მეორე რაუნდში ოლივეირას იყო. მან მეტოქე ზუსტად იგივე დღეში ჩააგდო და ტექნიკურ ნოკაუტსაც მიაღწია.

ბოლოს გეტყვით, რომ ამ ქამრისთვის საჩემპიონო ბრძოლა დასტინ პორიეს ეკუთვნოდა, თუმცა მან კონორთან ტრილოგიის დასრულება ამჯობინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები