პოგბა:
Aa
Aa

პოგბა: "კარტის თამაშის დროს კანტე ბევრს თაღლითობს"

პოლ პოგბამ ნგოლო კანტეს შესახებ ისაუბრა და ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

პოგბას თქმით, ნგოლო კარტის თამაშის დროს თაღლითობს:

„კარტის თამაშის დროს კანტე ბევრს თაღლითობს. სიმართლე გითხრათ ნამდვილად ასეა. ის ამბობს, რომ არ თაღლითობს, მაგრამ მისი თაღლითობა აშკარაა. ეშმაკობას იყენებს. ნგოლო ჭვიანი ბავშვია.

ის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია. თქვენ უნდა გიყვარდეთ ის, მას ვერ შეიძულებთ, ეს შეუძლებელია.

ნგოლო თავმდაბალი, კეთილი და პროფესიონალია. თავდაუზოგავად შრომობს. არასდროს წუწუნებს.

როგორც ფეხბურთელს მას ყველაფერი აქვს - კარგი პასი, ტექნიკა, მოედნზე ყველგან არის.

მე კი მასზე ვამბობ, რომ იგი მიწის ქვეშიდან გამოდის. თქვენ მას ვერ ხედავთ და უცებ - ის აქ არის! იღებს ბურთს, მას შეტევის დასრულებაც შეუძლია. კანტეს ყველაფერი აქვს.

შენს გვერდით ასეთი მოთამაშე რომ გყავდეს, კიდევ რა შეიძლება მას მოსთხოვო?“ - ციტირებს პოგბას სიტყვებს beIN Sports-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები